საქართველოში რომ ვყოფილიყავი, არ მივიდოდი - თამარ ხაჟომია მოსამართლეების ქეიფზე
სასამართლო სისტემაში მრავლად არიან მოსამართლეები, რომლებიც სრულად დისტანცირდნენ კლანისგან. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი მოსამართლეა თამარ ხაჟომია.
ხაჟომია, რომელიც ახლა მაროკოში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საქართველოშიც რომ ყოფილიყო გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" მოსამართლეების ქეიფზე არ მივიდოდა.
მიზეზებზე საუბრისგან მოსამართლე თავს იკავებს.
მაროკოში ვარ მე საერთაშორისო კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვიყავი ამ შეკრების შესახებ. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, რომ არ მივიდოდი. დეტალურად ვერ აგიხსნით ამ ყველაფერს, არ მსურს საჯაროდ ამ საკითხზე საუაბრი". - ამბობს ხაჟომია.
კლანის შეფმა მურუსიძემ მოსამართლეები გუშინგორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" დაპატიჟა და ამით ერთობის დემონსტრირებას შეეცადა.