„ნატოში საქართველოს გაწევირინების გზაზე, საქართველოს ხელისუფლების ენთუზიაზმს ვერ ვხედავთ“ - ლუკ კოფი

13.05.23 17:41
„ნატოში საქართველოს გაწევირინების გზაზე, საქართველოს ხელისუფლების ენთუზიაზმს ვერ ვხედავთ“ - ლუკ კოფი

„ნატოში საქართველოს გაწევირინების გზაზე, საქართველოს ხელისუფლების ენთუზიაზმს ვერ ვხედავთ“ - ეს არის ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების შეფასება, ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ ენთუზიაზმს, ნატოს სამიტიდან რისი მიღება სურს საქართველოს ხელისუფლებას, ვერ ხედავს.

ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმენთთან დაკავშირებულია. ამ გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. საქართველოს ამჯამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იმ დონის ენთუზიაზმი ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა , საქართველოს მთავრობა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არ ყოფილა. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ამის გამო გარკვეული, მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ენთუზიაზმს, მაგალითად იმის შესახებ, რომ საქართველოს ნატოს სამიტიდან რის მიღება სურს. რის მიღწევას იმედოვნებენ. ამის შესახებ ჩვენ არაფერი გვსმენია". - ამბობს კოფი.