მოკლე გზით მოსკოვში - როგორ იზეიმეს ღარიბაშვილთან ერთად ფრენების აღდგენა

13.05.23 20:17
მოკლე გზით მოსკოვში - როგორ იზეიმეს ღარიბაშვილთან ერთად ფრენების აღდგენა

მოკლე გზით მოსკოვში - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ფრენების აღდგენის წინ, კომპანია Georgian Airways-ის მფლობელმა, თამაზ გაიაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში, დიდი წვეულება გამართა, სადაც მთავარი სტუმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო. 

გაიაშვილმა თავდაპირველად "შაბათის ეთერის" ინფორმაცია უარყო, თუმცა ბოლოს მოუწია საზეიმო ვახშამის გამართვა დაედასტურებინა - ბიზნესმენი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, რუსეთთან ფრენების აღდგენას ითხოვს, ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი დიდი ხნის მეგობარია, მეგობრობს პრემიერის მამასთან ტარიელ ღარიბაშვილთან და პრემიერის გარემოცვასთან. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით,  ვიდრე ღარიბაშვილი თამაზ გაიაშვილს სახლში ეწვეოდა, გაიაშვილი მოსკოვში ფრენების აღდგენის შესათანხმებლად იმყოფებოდა. 

თამაზ გაიაშვილის მოსკოვში ყოფნის დროს, ვნუკოვოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ფრენების განრიგში თბილისი-მოსკოვის რეისი გამოჩნდა. აქ ეწერა, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს "აირზენა ჯორჯიან ვერავისი" ანუ გაიაშვილის კომპანია შეასრულებდა. მაშინ ეს ინფორმაცია მალევე წაშალეს. როგორც ჩანს, მოსკოვის აეროპორტმა მოვლენებს დაასწრო, რადგან დაგეგმილი იყო, რომ ფრენების აღდგენა ხალხისთვის პუტინს უნდა ეცნობებინა. ეს გარემოება ეჭვს აჩენს, რომ პრემიერ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მოსკოვისგან, რომ პუტინი ამ ბრძანებას გამოსცემდა და მეგობარ ბიზნესმენთან შეხვედრაზეც ერთი კვირის წინ, ამის სათქმელად და აღსანიშნად მივიდა. 

ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვთან ფრენების აღდგენა დიდი ხნის წინ უნდოდა. პრემიერის მეგობარი ბიზნესმენი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა რომ ღარიბაშვილზე ყოფილიყო დამოკიდებული რეისები დიდი ხნით ადრე დაინიშნებოდა. 

მოკლე გზით მოსკოვში - ყველა დეტალი ნახეთ, ნატა ქაჯაია რეპორტაჟში