ექსკლუზივი: საიდუმლო ფრენები - როგორ მართავენ ივანიშვილს მოსკოვიდან
"მალაძის შაბათის" სკანდალური გამოძიება - როგორ მართავენ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვიდან?! "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა 2016-2019 წლის რადარის ჩანაწერები გაშიფრეს და აღმოაჩინეს, რომ ბოინგი 737 სერიული ნომრით 36 493 ექსვჯერ თბილისში, ერთხელ კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ხმაურიანი გამოძიებით ირკვევა, რომ მოსკოვიდან თბილისში ბიზნეს კლასის ბოინგით, ჩამოსული საიდუმლო მგზავრები საქართველოში რამდენიმე საათს რჩებოდნენ და უკან მიდიოდნენ.
ყველა ფრენა კი საქართველოს უახლესი ისტორიის გადამწყვეტ პილოტურ მოვლენას წინ უსწრებდა და მოსდევდა:
- "ოცნებიდან" პროდასავლური ძალების გაშვება,
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები,
- ივანიშვილის პოლიტიკაში პირველად შემობრუნება,
- ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მეორედ დაბრუნება,
- კვირიკაშვილის პოსტიდან გაშვება,
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - ყველა ჩამოთვლილი მოვლენის წინ, პუტინის საძმოს ერთი და იგივე კერძო თვითმფრინავი ეშვებოდა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ ამ სპეციალური რეისებით საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები და პუტინის სანდრო ხალხი ჩამოდიოდა.
2016 წლის ზაფხული, სამი თვე გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე - 12 ივლისს, დილის 8 საათსა და 58 წუთზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბიზნეს კლასის ბოინგი 737 ეშვება. სერიული ნომრით P4-AFK. ოფიციალური მონაცემებით, აერო ხომალდი, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიას ეკუთვნის. თვითმფრინავი იმავე დღეს, 17:52 საათზე გაფრინდა.
- "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მოსკოვიდან ჩამოსული საიდუმლო დელეგაცია მაშინ ივანიშვილს შეხვდა - მიიღეს ინსტრუქცია, როგორ ემოქმედა ოლიგარქს 2016 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ. პოლიტიკად წასული ივანიშვილი საჯარო სივრცეში დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რეგიონები ჩამოიარა და ხალხს "ოცნების" მხარდაჭერა სთხოვა, ჩამოიცილა ხალხი, ვინც მის გუნდში დასავლეთს ელაპარაკებოდა.
- 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში "ოცნება" იმარჯვებს. ალასანიას გუნდი და "რესპუბლიკელები" პარლამენტს გარეთ რჩებიან. პარლამენტში პირველად ხვდება საჯაროდ დეკლარირებული პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსი". ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და პოლიტიკურ ვნებათაღელვას აანონსებს. არჩევნებიდან 6 დღეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისევ იგივე თვითმფრინავი ეშვება.
"შაბათის ეთერის" ხელში აღმოჩნდა, ერთი და იგივე თვითმფრინავით მოსკოვსა და თბილისის შვიდჯერ შესრულებული ორმხრივი ფრენის დამადასტურებელი რადარის ყველა ჩანაწერი.
- 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები, ისევ გადამწყვეტი თარიღი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - 3 ნოემბერს, საქართველო ცაზე, ისევ იგივე თვითმფრინავი ოლიგარქ ევტუშენკოვის ბოინგი გამოჩნდა, თბილისში სპეციალური რეისი არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის დაეშვა.
2018 წლის გაზაფხული პრემიერ მინისტრის პოსტს ამ დროს გიორგი კვირიკაშვილი იკავებს, საქართველო ანაკლიაში ახალ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. ამ დროს "ქართულ ოცნებაში" შიდა პარტიული კრიზისია. ივანიშვილი ეჭვიანობს, რომ კვირიაშვილს ვეღარ მართავს. ოლიგარქს უთხრეს, რომ მისი დატოვებული პრემიერი დასავლელ კოლეგებთან შეხვედრებზე ამბობს, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ქვეყნისთვის პრობლემაა. ივანიშვილი შიდა გადატრიალების ეშინია.
ამ ფონზე 21 მარტი, დილის 10 საათზე თბილისში, მოსკოვიდან ჩოლურის რეისი ჩამოდის ისევ იგივე თვითმფრინავი, ბოინგ P4-AFK, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით ამ დროს ბორტზე, პუტინის სანდრო ხალხია. ისინი ბიძინა ივანიშვილთან სალაპარაკოდ ჩამოდიან. ერთ თვეში, 26 აპრილს ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
2018 წელი, 28 ოქტომბერი, საპრეზიდენტო არჩევნები - "ოცნება" მარცხთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ივანიშვილის პარტიის მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის დამარცხების და პრეზიდენტობის რეალური შანსი აქვს. ვაშაძის გარშემო, ის ოპოზიციური პარტიებიც გაერთიანდნენ ვინც ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის გუნდში იყო. "ქართულ ოცნება" სრული სასოწარკვეთილებაშია - ამ კრიზის დროს, თბილისის თავზე, ისევ იგივე თვითმფრინავი გამოჩნდა.
- პუტინის სანდრო ხალხი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ჩამოვიდა. თვითმფრინავი თბილისში დილის 8 საათსა და 35 წუთზე დაეშვა და იმავე საღამოს გაფრინდა.
ბოლო საიდუმლო რეისი რადარის ჩანაწერებით 2019 წლის 16 იანვრით თარიღდება.
როგორ მართავენ ივანიშვილს მოსკოვიდან - ყველა დეტალი ნახეთ, მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში