"ყალბი, ბუტაფორული პროცესია" - ნაცვლიშვილის შალელაშვილის მიერ პარტიის შექმნაზე
შოტა შალელაშვილის მერ ახალი პარტიის შექმნას "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ბუტაფორულდა ყალბ პროცესად აფასებს. ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება" სატელიტი პარტიის შექმნით ძლააუფლების შენარჩნებას ცდილობს.
„ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება და შექმნას განცდა იმისა, რომ თითქოს მრავალხმოვანი იქნება ეს მისი ძალაუფლება. მაგრამ შალელაშვილის გვარი საქართველოში რამდენმა ადამიანმა იცის არ ვიცი, აქამდე ეს ადამიანი არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და რითი დაამახსოვრა საზოგადოებას თავი რთული გასახსენებელია, ამიტომ ასეთი ყალბი, ბუტაფორული პროცესები არ მგონია, რომ მაინც და მაინც დაეხმაროთ ხელისუფლების შენარჩუნებაში, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული ოცნების" ახალი სატელიტი პარტია ჩდება - მმართველი პარტიის ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელ პოლიკურ თამაშს იწყებს. მან დღეს პარტია "თაობები საქართველოსთვის" ოფიცალურად დაარეგისტრირა.