"ქართულ ოცნებას" სატელიტი პარტიები არ სჭირდება - მარიკა ბოჭორიშვილი
ოპოზიციის ეჭვებს, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო სატელიტ პარტიებს ქმნის, სახელისუფლებო გუნდში პასუხობენ. მარიკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ მმართელ პარტიას სატელიტი პარტიების შექმნის საჭიროება არ აქვს.
„ქართულ ოცნებას“ არანაირი სატელიტი პარტიები არ სჭირდება - ეს ერთი და მეორე, საქართველოს აქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში და ვისაც სურს, რომ იყოს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, თუკი ეს არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აკეთოს ეს საქმე, - ამბობს ბოჭორიშვილი.
პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული ოცნების" ახალი სატელიტი პარტია ჩდება - მმართველი პარტიის ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. მან დღეს პარტია "თაობები საქართველოსთვის" ოფიცალურად დაარეგისტრირა.