რატომ იქცა "ოცნება" რუსეთის მაშველ რგოლად? - "ოცნება" კითხვას თავდასხმით პასუხობს

09.06.23 20:32
რატომ იქცა "ოცნება" რუსეთის მაშველ რგოლად? - "ოცნება" კითხვას თავდასხმით პასუხობს

"ქართული ოცნება" ისევ თავდასხმაზე გადადის. ევროპარლამენტში უმძიმესი დღის შემდეგ ხელისუფლებამ იერიში ისევ პარტნიორებზე მიიტანა. ხელისუფლების მთავარი სპიკერი დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, რომელმაც ბრუსელიდან წამოსულ ბრალდებებს ბავშვური არგუმენტები უწოდა.

მძიმე დღე ჰქონდა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილესაც.  რამდენიმე საათის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა მიეღო პასუხი მთავარ კითხვაზე:  როგორ იქცა "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა რუსეთისთვის მაშველ რგოლად.

მთავრობა ყველაფერს უარყოფს, თუმცა ციფრები საპირისპიროს ამტკიცებს.  ოპოზიციის მძიმე ბრალდებებზე კი ხელისუფლების მაღალჩინოსანს მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა - "მატყუარები ხართ".

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები