პროტესტი ჭიათურაში - მაღაროებში მუშაობა პარალიზებულია
ჭიათურაში მასშტაბურმა პროტესტმა იფეთქა - მაღაროებში მუშაობა პარალიზებულია. ასობით დასაქმებული გაფიცულია. დასაქმებულები შრომის არაადამიაუნურ პირობებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ სამუშაო ემატებათ, ხელფასი კი ყოველთვის მიზერული რჩება.
დღეს პროტესტის მეხუთე დღეა, ასობით მუშა დილიდან ისევ ქუჩაშია და მოთხოვნების შესრულებას ელოდებიან.