ღარიბაშვილის ყველა განცხადება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაცილებას გულისხმობს - დეკანოიძე

10.06.23 11:45
ღარიბაშვილის ყველა განცხადება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაცილებას გულისხმობს - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძის თქმით, ღარიბაშვილის ყველა განცხადება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაცილებას გულისხმობს.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და სწორედ ამიტომ გამოთქვამენ შეშფოთებას ევროკავშირის ელჩები.

ანტიდასავლური რიტორიკა, რომელზეც მუდმივად მიუთითებენ ჩვენი საერთაშორსო პარტნიორები, არ არის თანხვედრაში იმ სახელმწიფო ინტერესებთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ეს არის პირველ რიგში ინტეგრაცია ევროკავშირში და ინტეგრაცია ნატოში. სწორედ ამიტომ, ღარიბაშვილის ყველა განცხადება გულისხმობს საქართველოს კიდევ უფრო დაცილებას ევროკავშირთან. როდესაც ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სტატუსის მიღების კონტექსტში, სწორედ ამიტომ გამოთქვამენ შეშფოთებას ევროკავშირის ელჩები".- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

დროის ათვლა დაწყებულია. ირაკლი ღარიბაშვილს წამზომი ჩაურთეს. ბერლინში გამართული დაძაბული და მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს დიპლომატებთან მოუწევს შეხვედრა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე დააანონსა გუშინ ლიეტუას ელჩმა. აქვე ელჩმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან გაუგებრობებს გაარკვევენ, რაც უკავშირდება პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს.

ის რომ ღარიბაშვილს შოლცთან მძიმე საუბარი ჰქონდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

ინფორმაცია მხოლოდ გერმანულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა რარიბაშვილს პირდაპირ წაუყენა პირობები, რომ უახლოეს კვირაში საქართველოს ხელისუფლებმ უნდა სეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა. 

მსგავსი სიახლეები