"ამის ფაქტი არ არსებობს" - კალაძის მტკიცებით, ღარიბაშვილი და მისი გუნდი ანტიდასავლურ განცხადებებს არ აკეთებენ
თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებიათ და ამის მაგალითს ვერავინ მოიტანს, რადგან მისი თქმით, ამის ფაქტი არ არსებობს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ატარებს ქვეყნის ინტერესებს. მიუხედავად ზეწოლისა და წნეხისა, ალბათ, საზოგადოება ხედავს, რომ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა.
ვერ მომიტანთ ვერცერთ განცხადებას, არამხოლოდ პრემიერმინისტრის, არამედ ჩვენი თანაგუნდელების, რომელიც იყო ანტიდასავლური, ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის მომავალს. ვერ მოიტანთ ასეთ განცხადებას, იმიტომ, რომ ფაქტი არ არსებობს". - ამბობს კალაძე.
დროის ათვლა დაწყებულია. ირაკლი ღარიბაშვილს წამზომი ჩაურთეს. ბერლინში გამართული დაძაბული და მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს დიპლომატებთან მოუწევს შეხვედრა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე დააანონსა გუშინ ლიეტუას ელჩმა. აქვე ელჩმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან გაუგებრობებს გაარკვევენ, რაც უკავშირდება პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს.
ის რომ ღარიბაშვილს შოლცთან მძიმე საუბარი ჰქონდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროვებია.
ინფორმაცია მხოლოდ გერმანულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა რარიბაშვილს პირდაპირ წაუყენა პირობები, რომ უახლოეს კვირაში საქართველოს ხელისუფლებმ უნდა სეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა.