კრემლის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - როგორ აფასებს ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების დუმილს

10.06.23 12:33
კრემლის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - როგორ აფასებს ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების დუმილს

რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური თბილისი დუმილით ხვდება. არც ერთი სიტყვა და არც ერთი საპროტესტო ნოტა ამ დრომდე, არც მთავრობას და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.

ოპოზიციის თქმით, რუსეთის ვიცე-პრემიერის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო და მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა.

ხატია დეკანოიძის თქმით, "ოცნების" მხრიდან ადგილი აქვს არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს.

ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მთელი საქართველო შეისურტოს რუსეთმა.

ქართული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა, ის პროპაგანდა, რასაც ისინი ავრცელებენ, რომ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკამ, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალი დაგვიბრუნოს, არის მცდარი. იმიტომ, რომ, ჩვენ როგორც ვხედავთ, ყოველდღიურად გრძელდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ექსპანსია და ოკუპაცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ამიტომ, "ოცნების" ეს პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს ოკუპირებული, არამედ მთელი საქართველო შეისურტოს რუსეთმა". - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან შესახვედრად რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი დელეგაციით გუშინ ჩავიდა.

პუტინის მთავრობის ხალხმა, გუშინ მთელი აფხაზეთი შემოიარეს, იყვნენ ბიჭვინთაშიც. შეხვედრები გამართეს დახურულ კარს მიღმაც.  

მსგავსი სიახლეები