რა აქვს სათქმელი მმართველ გუნდს ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრის შემდეგ - "ოცნების" ლიდერები მცხეთაში იკრიბიებიან

10.06.23 13:37
რა აქვს სათქმელი მმართველ გუნდს ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრის შემდეგ - "ოცნების" ლიდერები მცხეთაში იკრიბიებიან

მმართველი პარტიის პირველი რეაქცია ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრის შემდეგ. ამ წუთებში, ოცნების ლიდერები მცხეთაში პარტიულ კომფერენციზე იკრიბიებიან. ახლა საინტერესოა, რა აქვს სათქმელი ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდს შოლცის მიერ ჩართული წამზომის შემდეგ. ღარიბაშვილმა გერმანია დუმილით დატოვა.

ბერლინში გამართული დაძაბული და მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს დიპლომატებთან მოუწევს შეხვედრა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე დააანონსა გუშინ ლიეტუას ელჩმა. აქვე ელჩმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან გაუგებრობებს გაარკვევენ, რაც უკავშირდება პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს.

ის რომ ღარიბაშვილს შოლცთან მძიმე საუბარი ჰქონდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

ინფორმაცია მხოლოდ გერმანულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა რარიბაშვილს პირდაპირ წაუყენა პირობები, რომ უახლოეს კვირაში საქართველოს ხელისუფლებმ უნდა სეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა. 

 

მსგავსი სიახლეები