რად გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კრემლის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში რეაგირების გარეშე ატარებს - ვაშაძე

10.06.23 13:44
რად გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კრემლის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში რეაგირების გარეშე ატარებს - ვაშაძე

კრემლის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არაფერში გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დუმილით შეხვდება და რეაგირების გარეშე გაატარებს.

ვაშაძე ამბობს, რომ ასეთი ხელისუფლების არსებობას აზრი არ აქვს.

რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი, დათმობებით საუბარი, ფრენებით და უვიზო მიმოსვლებით საუბარი არაფერს პროგრესის მომტანი არ არის დეოკუპაციის კუთხით. ხელისუფლება რად გვინდა, თუ ის რეაგირების გარეშე ატარებს ყველა ასეთ საკითხს, მაშინ რა აზრი აქვს მათ არსებობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, დეოკუპაციის გზა გადის ევროკავშირზე, ნატოსი ინტეგრაციაზე, დასავლეთთან თანამშრომლობაზე და არა რუსეთისთვის საქართველოს შეჩეჩებაზე, როგორც გავლენის სფერო".- ამბობს ვაშაძე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან შესახვედრად რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი დელეგაციით გუშინ ჩავიდა.

პუტინის მთავრობის ხალხმა, გუშინ მთელი აფხაზეთი შემოიარეს, იყვნენ ბიჭვინთაშიც. შეხვედრები გამართეს დახურულ კარს მიღმაც.  

მსგავსი სიახლეები