"ომობანა" გორში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სათამაშოდ მოიცალა

10.06.23 13:54
"ომობანა" გორში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სათამაშოდ მოიცალა

"ომობანა" გორში - გორის მერმა სათამაშოდ მოიცალაა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მისივე უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამხედრო ფორმაში გამოეწყო და სათამაშო იარაღით ფერადი ბურთების სროლა დაიწყო. ამ ყველაფრისთვის მერიის ბიუჯეტიდან თანხებიც გამოიყო.

ოპოზიციის და მოქალაქეების შეფასებით, “ომობანას” თამაში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მაღალჩინოსნების მხრიდან, ცინიკურია.

"მერიის თანამშომლები და მერი იცლიან იმისთვის, რომ ითამაშონ ომობანა. სამწუხაროდ, მერი ვერასდროს ვერ იცლის ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შესახვედრად, რომ მათი პრობლემი მოისმინოს, სამაგიეროდ იცლის ასეთი თამაშებისთვის და ირთობს თავს". - ამბობს ოპოზიციონერი.
 

მსგავსი სიახლეები