საქართველოს პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და წამზომს ვერავინ ჩაურთავს - კობახიძე შოლცზე

10.06.23 14:32
საქართველოს პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და წამზომს ვერავინ ჩაურთავს - კობახიძე შოლცზე

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და წამზომსაც ვერავინ ჩაურთავს.

კობახიძე ამბობს, რომ დაბარებები ადრე ხდებოდა, როდესაც 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცეებს ავალებდნენ.

"თავის დროზე, 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცეებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცეები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერმინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს." აცხადებს კობახიძე.

დროის ათვლა დაწყებულია. ირაკლი ღარიბაშვილს წამზომი ჩაურთეს. ბერლინში გამართული დაძაბული და მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს დიპლომატებთან მოუწევს შეხვედრა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე დააანონსა გუშინ ლიეტუას ელჩმა. აქვე ელჩმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან გაუგებრობებს გაარკვევენ, რაც უკავშირდება პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს.

ის რომ ღარიბაშვილს შოლცთან მძიმე საუბარი ჰქონდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

ინფორმაცია მხოლოდ გერმანულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა რარიბაშვილს პირდაპირ წაუყენა პირობები, რომ უახლოეს კვირაში საქართველოს ხელისუფლებმ უნდა სეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა. 

მსგავსი სიახლეები