იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება - კობახიძე
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება.
კობახიძე ამბობს, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის, შესაბამისად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით.
იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. თუმცა, „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა ვიგულისხმოთ. ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იკვეთებიან ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე, თუმცა, წელიწად ნახევარი წინ არის და იმედია, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან". - ამბობს კობახიძე.