„არავითარი „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა, ეს იყო "ფეიკი" - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „კადიროველები“ საქართველოში არ ყოფილან და „ფეიკებით“ ცდილობენ ქვეყანას პრობლემები შეუქმნან.
კობახიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს არ გაავრცელონ ტყუილი და მერე ნუ მოითხოვენ მტკიცებულებებს.
„არავითარი „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის, გაავრცელეს ფოტოები თითქოს, იარაღით მყოფი ადამიანების, რაც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როცა ეს ავტომობილები საქართველოში დაფიქსირდა. „ფეიკებით“ ცდილობენ ქვეყანას პრობლემები შეუქმნან, რაც არასწორია, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია, არ შეიძლება ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს.
თქვენ ხომ არ გაქვთ არავითარი დასტური, რომ „კადიროველები“ იყვნენ საქართველოში, მაშინ, რატომ ავრცელებთ ინფორმაციას, რომ „კადიროველები“ იყვნენ საქართველოში? ნუ გაავრცელებეთ ტყუილს და მერე ნუ მოითხოვთ მტკიცებულებას. „კადიროველები“ არ იყვნენ და თქვენს ტყუილებზე მე მტკიცებულებას ვერ მოვიტან, როცა ტყუილს ამტკიცებთ, თქვენ უნდა მოიტანოთ მტკიცებულება, მაგრამ მტკიცებულება ვერ გექნებათ, რადგან ტყუილია
ჩვენ ვიცით, რომ არ იყვნენ „კადიროველები“, კონკრეტული ადამიანები იყვნენ, რომლებიც „კადიროველები“ არ იყვნენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასეთ ტყუილებს ნუ გაავრცელებთ“, - განაცხადა კობახიძემ.