კობახიძე ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი მინისტრების ვიზიტზე რეაგირება იქნება
როგორი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკური რეაქცია~ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი მინისტრების ჩასვლის შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელზე საპასუხოდაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რეაგირება იქნება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს არის შესაბამის უწყებაზე დამოკიდებული და სწორედ ისინი იღებენ ამის შესახებ გადაწყვეტილებას.
კობახიძის თქმით, ასეთი ვიზიტებით ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვევა, თუმცა შესაბამისი უწყების
ასეთი ვიზიტებით ირღვევა კანონი ოკუპაციის შესახებ და ყოველთვის, ჩვენს სახელმწიფო უწყებებს აქვთ სათანადო რეაგირება ასეთ ფაქტებზე. ეს ბუნებრივია.
ეს არის დამოკიდებული შესაბამის უწყებაზე, ისინი იღებენ ამის შესახებ გადაწყვეტილებას, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები რეაგირებენ ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას" - ამბობს კობახიძე.