უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც რუსული, ბნელი ძალების წარმომადგენლებმა ლექციები უნდა ატარონ - ვაშაძე კობახიძეზე

10.06.23 15:44
უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც რუსული, ბნელი ძალების წარმომადგენლებმა ლექციები უნდა ატარონ - ვაშაძე კობახიძეზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც რუსული, ბნელი ძალების წარმომადგენლმა ირაკლი კობახიძემ ლექციები უნდა ატაროს.

ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნების" თავმჯდომარე რომ დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდება სტუდენტებთან, ეს არის პასუხი რუსულ პოლიტიკაზე.

ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულება ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც რუსულმა ბნელმა ძალებმა და მათმა წარმომადგენლებმა ახლაგაზრდებთან ლექციები უნდა ატარონ. ხომ ხედავთ, დაცვის გარეშეც ვერ გადაადგილდებიან სტუდენტებთან. აი ამ რეალობაში არიან და ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხი ზოგადად, იმ ბნელ, რუსულ პოლიტიკაზე, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება". გვჭირდება კონსოლიდაცია, ყველაგნ უნდა გავმართოთ ბრძოლა, რომ დავიხსნათ რუსული რეჟიმისგან საქართველო". - ამბობს ვაშაძე.

ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. თსუ-ს სალექციო აუდიტორიიდან დაცვის თანხმებით გამოსული ოცნების თავმჯდომარე დღეს საპროტესტო დერეფანში მოექცა. 

არსებული ცნობებით, სტუდენტები კობახიძესთან რუსულ ფულზე ხელმოწერის თხოვნით მივიდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერ კობახიძესთან ახლოს სტუდენტები მისმა პირადმა დაცვამ არ მიუშვა. კიბეზე ჩასვლის დროს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდებმა  რუსული ფული დააყარეს.

მსგავსი სიახლეები