თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას, პირველ პირზე თქვა, რომ სადმე დაიბარეს - მდინარაძე ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრაზე

10.06.23 16:38
თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას, პირველ პირზე თქვა, რომ სადმე დაიბარეს - მდინარაძე ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრაზე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავმოყვარეობამ არ უნდა მოგცეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ქვეყნის პირველ პირზე თქვა, რომ ის სხვა ქვეყანაში დაიბარეს. საუბარია ღარიბაშვილ-შოლცის შეხვედრაზე.

"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ მათ პარტიულ ლიდერებს იბარებდნენ, ეს აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ამ ძველი ნაკადრებიდან გამომდინარე, დღესაც იგივე ფსიქოლოგიით დარჩნენ. 

„ალბათ, თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას ადამიანი, რომ როგორც არ უნდა უარყოფითი განწყობა გქონდეს შენი ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რომ აკადრო საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს. ეს უბრალოდ არ უნდა აკადრო არც ჟურნალისტმა, არც პოლიტიკოსმა და არცერთმა მოქალაქემ, რომ შენი ქვეყნის ლიდერი სადმე დაიბარეს. მათ ლიდერებს, მათ პარტიულ ლიდერებს იბარებდნენ, ეს აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ამ ძველი ნაკადრებიდან გამომდინარე, დღესაც იგივე ფსიქოლოგიით დარჩნენ. ამას ლაპარაკობს ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი და მეც იგივე აზრზე ვარ“, - განაცხადა მდინარაძემ.

დროის ათვლა დაწყებულია. ირაკლი ღარიბაშვილს წამზომი ჩაურთეს. ბერლინში დაბარების და გამართული დაძაბული, მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს დიპლომატებთან მოუწევს შეხვედრა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე დააანონსა გუშინ ლიეტუას ელჩმა. აქვე ელჩმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან გაუგებრობებს გაარკვევენ, რაც უკავშირდება პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს.

ის რომ ღარიბაშვილს შოლცთან მძიმე საუბარი ჰქონდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

ინფორმაცია მხოლოდ გერმანულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა რარიბაშვილს პირდაპირ წაუყენა პირობები, რომ უახლოეს კვირაში საქართველოს ხელისუფლებმ უნდა სეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა. 

მსგავსი სიახლეები