LGBT წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ - მდინარაძე შვილების თაობის წინააღმდეგ

10.06.23 16:55
LGBT წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ - მდინარაძე შვილების თაობის წინააღმდეგ

"ქართულმა ოცნებამ" შვილების თაობას ახალი ომი გამოუცხადა. თავდასხმა ახალგაზრდებზე, გაშავება საბჭოთა მეთოდებით და იერიში ყველაზე, ვისაც განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ახალგაზრდების დისკრედიტაცია სცადა და თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს უმცირესობების წარმომადგენლები უწოდა, რომლებსაც, მისი თქმით, პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, რადგან თუ მათ საწინააღმდეგოდ რაიმეს იტყვიან, გამოვა, რომ შეურაცხყოფას LGBT ნიშნით აყენებენ.

„თუ რაიმეს პროპაგანდისტი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს რისი, მაინც არასწორი ორიენტაცია გაქვს. დღეს ტრენდულია LGBT პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს და ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ LGBT პროპაგანდით რაიმე ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ამაზე კვლევები არსებობს. ამერიკაში, სამწუხაროდ, 18-დან 25- წლამდე ახალგაზრდების 20% საუბრობს იმაზე, რომ ამ თემის წარმომადგენელია. ხომ ვამბობთ, რომ პროპაგანდა არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ კვლევებმა გვაჩვენა, რომ LGBT პროპაგანდა ძალიან ცუდი რაღაც ყოფილა და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. პოლიტიკასთან ეს იმ კავშირშია, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ეს გეგმის ნაწილია. ვიღაცამ რაიმე რომ თქვას, გამოვა, თითქოს LGBT ნიშნით მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს არის ბინძური კამპანია, ვითომ ანტირუსული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები