ცრუ ნარატივის მსხვერპლები - მდინარაძე ბერლინში შეკრებილ პროტესტანტებზე

10.06.23 17:38
ცრუ ნარატივის მსხვერპლები - მდინარაძე ბერლინში შეკრებილ პროტესტანტებზე

რატომ დამალა საქართველოს მთავრობამ პროტესტის ხმები ბერლინიდან? ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ამ დრომდე განხილვის მთავარი ამბავია. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული კადრები ფაქტობრივად უხმოა, თუმცა ქართველი აქტივისტების ხმები ისმის როიტერის მიერ გავრცლებულ მასალაში. 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის 4 ადამიანი, ვინც ბერლინში ღარიბაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტეტსტებდა ცრუ ნარატივის მსხვერპლია, რადგან, პრემიერი არ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს.

ყველა სპეკულაციური აქცია, ყველა ფეიკ ნარატივზე დაყრდნობილი აქცია უნდა მოხვდეს ყველგან, სადაც თქვენ გინდათ... წარმოდგენა არ მაქვს, ამოჭრეს თუ არა ისიც არ ვიცი. თითოეული ადამიანის პროტესტი მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ 4 კაცია. მინდა მივმართო ოთხივეს, თქვენ ხართ ცრუ ნარატივის მსხვერპლი, სამწუხაროდ, ვისაც გგონიათ, რომ ღარიბაშვილი აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს". - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები