ეს არის ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის" - ჩიხლაძე ღარიბაშვილს-შოლცის შეხვედრაზე

10.06.23 17:46
ეს არის ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის" - ჩიხლაძე ღარიბაშვილს-შოლცის შეხვედრაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ გერმანიის კანცლერ შოლცისგან "ოცნებამ" ბოლო გაფრთხილება მიიღო და უახლოესი კვირეები დაგვანახებს, შეისმინეს თუ მმართველი გუნდი ბოლო გაფრთხილებებს.

დიახაც, ეს არის ბოლო გაფრთხილება, ბოლო ზარი "ოცნებისთვის". ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, მიდიან რუსეთისკენ, მიჰყვათ ქვეყანა რუსეთისკენ, თუ ევროკავშირისკენ. ამიტომ, უახლოესი კვირეები დაგვანახებს, შეისმინეს თუ არა მათ ეს ბოლო გაფრთხილებები, შეცვლიან თუ არა თავიანთ ანტიდასავლურ რიტორიკას". - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

დროის ათვლა დაწყებულია. ირაკლი ღარიბაშვილს წამზომი ჩაურთეს. ბერლინში გამართული დაძაბული და მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს დიპლომატებთან მოუწევს შეხვედრა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე დააანონსა გუშინ ლიეტუას ელჩმა. აქვე ელჩმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან გაუგებრობებს გაარკვევენ, რაც უკავშირდება პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებს.

ის რომ ღარიბაშვილს შოლცთან მძიმე საუბარი ჰქონდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ მხარეს ამ შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

ინფორმაცია მხოლოდ გერმანულმა მხარემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერმა რარიბაშვილს პირდაპირ წაუყენა პირობები, რომ უახლოეს კვირაში საქართველოს ხელისუფლებმ უნდა სეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა. 

მსგავსი სიახლეები