ფსევდო ერთობა - როგორ ებრძვიან ერთმანეთს ღარიბაშვილი და კალაძე?!

10.06.23 20:05
ფსევდო ერთობა - როგორ ებრძვიან ერთმანეთს ღარიბაშვილი და კალაძე?!

ამბები "ქართული ოცნების" შიდა კულუარებიდან - მმართველი პარტიის შიდა ინტრიგებზე და ღარიბაშვილ-კალაძის დაპირისპირებაზე თბილისის მერის სანდო კაცი, იმედა გოგავა დღეს პირველად, "შაბათის ეთერთან" ჰყვება. 

გოგავა, რომელიც წლების წინ, კახი კალაძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობდა, "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვება, როგორ ცდილობდნენ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი სამტრედიაში კალაძის გავლენების განეიტრალებას. 

ასე იქცა ბიძინა ივანიშვილის სიძე საკრებულოს მუდმივ თავმჯდომარედ გააწესეს. ნუგზარ ჯამბურია კახი კალაძის მშობლიური ქალაქის არჩევითი ორგანოს პირველი კაცი უკვე მესამე ვადით გახდა.  "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ივანიშვილის პრინციპული მოთხოვნა იყო, კალაძის მშობლიურ ქალაქში პოსტი თბილისის მერის კადრს არ დაეკავებინა.

ჯერ კიდევ 2014 წელს მთელი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ყველამ იცოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გოგავა უნდა გამხდარიყო, თუმცა ბოლო წუთს, უკვე არჩევნების დასრულების შემდეგ, იმედა გოგავას კანდიდატურა ჩახსნეს და ბიძინა ივანიშვილის სიძე წარადგინეს. 

"ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოში კარგად ჩახედული, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ვინც ოლიგარქის გუნდი მალევე დატოვა, არ ერიდება საჯაროდ მოჰყვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი კალაძეს ბოლომდე არასდროს ენდობოდა და ენდობა, ამიტომ ყველა ფეხის ნაბიჯზე ცდილობს, მაკონტროლებლად მისი კადრი დაუნიშნოს.  

ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისის მერს, მშობლიურ რაიონში, მისი მეგობრის, ილია წულაიას წარდგენა სურდა, თუმცა აქაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა იმუშავა და "არქის" მფლობელის ნაცვლად, მაჟორიტარობის კანდიდატად, მილიარდერის უახლოესი მეგობარი, გივი ჭიჭინაძე წარადგინეს. 

კახი კალაძის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მისი ჭარბი ნდობით სარგებლობდა, გვიყვება, რომ ივანიშვილის კარზე, კალაძეს ბარიკადებს ყოველთვის ირაკლი ღარიბაშვილი უშენებდა. ღარიბაშვილი, რომელსაც კალაძეზე ქრონიკული პოლიტიკური ეჭვიანობა ჰქონდა გამართული, მუდმივად ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილი დაერწმუნებინა იმაში, რომ მოქმედი მერი არასანდოა. 

კალაძის მშობლიურ რაიონში, "შაბათის ეთერს" უყვებიან,რომ ახლა ქალაქში ორხელისუფლებიანობაა, ფორმალურად პოსტს ივანიშვილის სიძე იკავებს, არაფორმალურად კი ყველაფერს კალაძის მამა აკონტროლებს. 

ფსევდო ერთობა "ქართულ ოცნებაში" - ყველა დეტალი ნახეთ მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები