"მათი მონარჩენი საკვები უნდა მეჭამა" - მონობა "ოცნების" მილიონერი დეპუტატის სახლში
მონობა 21-ე საუკუნეში - ქალი, რომელიც "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატის, ისკო დასენის ფეშენებელურ სასახლეს შვიდი თვის განმავლობაში უვლიდა, "შაბათის ეთერთან" შოკისმომგვრელ ამბებს ჰყვება.
დასენების დიდი ოჯახის უკვე ყოფილი დამხმარე ქალი, დალინა ხუჭუა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის სახლში მუშაობის შვიდი თვის განმავლობაში, მის შრომას ექსპლუატაციას უწევდნენ და ფსიქოლოგიური ძალადობას და დამცირებას ყოველ დღე განიცდიდა. ქალი ამტკიცებს, რომ ყოველ დღე ეუბნებოდნენ, რომ "ფულს უხდიან და ყველაფერი რასაც უბრძანებენ უნდა აკეთოს".
ერთი თეფში ჰქონდა გადმოღებული და ვისაც რა ჰქონდა მორჩენილი საკვებიდან, ის უნდა მეჭამა. თავზე წავადექი, როცა მათ მონარჩენ (საკვებს) მათ ნაღორს მიდებდა"- აცხადებს დასანების დამხმარე ქალი.
საბოლოოდ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალი, რომელიც სამსახურის გამო დამცირებას ტერორს ითმენდა, მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ "ტიკ ტოკზე" მილიონერი დეპუტატის არაბთა გაერთიანებული საემიროებში დასვენების დროს ვიდეო ატვირთა.
დასენებმა უთხრეს,რომ გათავისუფლებულია და 1500 ლარი, რომელიც ხუჭუას ხელფასის სახით წინასწარ მისცეს უკან უნდა დაებრუნებინა.
როგორ ექცევა ოცნების დეპუტატი შინამოსამსახურეებს - ეკო მაღრაძის სოციალური რეპორტაჟი