ჯილდო აქტივისტებზე ნადირობისთვის? - როგორ გამდიდრდნენ პოლიციელები, რომლებმაც ადამიანები თეთრი ფურცლებისთვის დააკავეს

10.06.23 21:17
ჯილდო აქტივისტებზე ნადირობისთვის? - როგორ გამდიდრდნენ პოლიციელები, რომლებმაც ადამიანები თეთრი ფურცლებისთვის დააკავეს

ლაშა ჯოხაძე, სერგი ბზიშვილი, ზურა რუხაძე - ეს ის პოლიციელები არიან ვინც, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს ქუჩა-ქუჩა დასდევს და სუფთა ფურცლის გამო აკავებენ. 

წყარო, შს სამინისტროდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მინისტრი ასეთ პოლიციელებს მსუყედ ასაჩუქრებს. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "ოცნების სახლის" საცხოვრებელ კომპლექსში ერთმანეთის მიყოლებთ ბინები და კომერციული ფართები შეიძინეს ვახტანგ გომელაურის დამ, ციცინო გომელაურმა, ვახტანგ გომელაურის დისშვილმა მერი მიხანაშვილმა, ვახტანგ გომელაურის პირადის მცველის გიორგი მელაძის ოჯახმა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლაშა ჯოხაძემ, ლაშა ჯოხაძის დამ, ხათუნა ჯოხაძემ, და სხვა ჩინოვნიკებმა. 

ბოლო ქონება ოცნების დეპუტატის სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ვახტანგ გომელაურის დას ციცინო გომელაურს 2023 წლის 27 აპრილს გადაუფორმა. ამ დღეს ციცინო გომელაურმა 105 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია, სადაც შს მინისტრის გარემოცვამ ბინები ან კომერციული ფართი შეიძინა, "ქართული ოცნების" საკრეულოს დეპუტატს ლევან დავითაშვილს ეკუთვნის. 

რა არის ჯილდო აქტივისტებზე ნადირობისთვის?! უველა დეტალი ნახეთ ნატა ქაჯაიას სოციალურ რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები