ექსპერტი ქვეყნიდან წავიდა - დადგება თუ არა თავდაყირა ბადრი ესებუას და კანონიერი ქურდების საქმეები

10.06.23 22:06
ექსპერტი ქვეყნიდან წავიდა - დადგება თუ არა თავდაყირა ბადრი ესებუას და კანონიერი ქურდების საქმეები

შინაგანს საქმეთა სამინისტროს კრიმინალური სამსახურის ექსპერტი, რომელიც დასკვნების საფუძველზე ათობით ადამიანი ციხეში გაუშვეს, ქვეყნიდან წავიდა და ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულია აუდიო-ჩანაწერები სადაც ეთერ კუნელაშვილი გერმანიის შესაბამის სამსახურს უსაბუთებს, რომ ის მისი ყოფილი სამსახურის მხრიდან დევნის მსხვერპლი იყო. 

კუნელაშვილის ალაპარაკებამ კი შესაძლოა, გომელაურის უწყებას საქმეები თავდაყირა დაუყენოს. 

ეთერ კუნელაშვილის კრიმინალისტურ  სამსახურში ფონოსკოპიური ექსპერტიზას წლების განმავლობაში ატარებდა, ის ადგენდა ფარული ჩანაწერებში არსებული ხმები ვის ეკუთვნოდა. 

თუ ის დაადასტურებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნების მოთხოვნით, ექსპერტიზის დასკვნებშიი მონაცემებს ცვლიდა, მაშინ შესაძლოა, ასობით საქმე გადასახედი გახდეს. ხმაურიან საქმეებს შორისაა 9 მოქალაქის საქმე, მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება აუდიო-ჩანაწერია, ყველა მათგანს ე.წ. კანონიერ ქურდ გლეხოვიჩთან კავშირის ბრალდებით ასამართლებენ. ერთ ერთი ბრალდებული, კრიმინალური ავტორიტეტის შვილი ამტკიცებს, რომ ხმა რომელიც სამინისტრომ ზაალ მახარობლიძის საუბრად გაასაღა, სულ სხვა კაცს ეკუთვნის. ფონოსკოპიური ექსპეტრიტიზის მეორე დასკვნას ხელს. მარიკა ტოკლიკიშვილის აწერს. 

ეთო კუნელაშვლის დაწერიალია, ბადრი ესებუას დასკვნაც. მან ხმის ნიმუშებით დაადგინა, რომ კაცი რომელმაც საქართველოს ბანკი დააყაჩაღა ნამდვილად ბადრი ესებუაა. 

 

მსგავსი სიახლეები