"შენც კაი ირაყლი ხარ" - პასუხი კობახიძეს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან "ჯიუტი" -ს აქტივისტები ახალი ბანერებით გამოჩნდნენ. ახალგაზრდები ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მან სტუდენტებს "ყველანაირ ორიენტაცია არეულები" უწოდა.
"შენც კაი ირაყლი ხარ" და "ცოლი მინდა?" - წერია ბანერებზე.
მას შემდეგ რაც თსუ-ს სტუდენტებმა რუსული რუბლები დაუყარეს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ."