"ოცნება" ახალი თაობის წინააღმდეგ - ოპოზიცია ხელისუფლებას შვილების თაობის გაშავების გამო აკრიტიკებს
"ოცნება" ახალი თაობის წინააღმდეგ - ხელისუფლება ავტორიტარიზმშია მხილებული. ოპოზიცია მმართველ პარტიას შვილების თაობის გაშავების კამპანიის გამო აკრიტიკებს.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია "ქართულ ოცნებას" "სამარცხვინო რეჟიმს" უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ზიზღბარევ ბოროტებას ქადაგებს.
რომ არ ვიცოდეთ კონტექტსტი, მარტო მაგ განცხადებით ადამიანი მიხვდება, რა სამარცხვინო რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომელიც ახალგაზრდებს ორიენტაციაზე მიუთითებს და აი, ამ შავრაზმული, ზიზღნარევი ბოროტებით ქადაგებს, - ამბობს ბოკერია.
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თავისუფლების სულის ჩაკვლა სურს, თუმცა მას არაფერი გამოუვა.
ყველა ისეთ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც ამ ქვეყანაში გააჩნია ხმამაღლა გამოხატული მკაფიო პოლიტიკური აზრი, „ქართული ოცნების“ ავტოკრატიულობა უპირისპირებს უსინდისო ბრძოლას იმისთვის, რომ ჩაკლას როგორმე ის თავისუფლების სული, რომელიც ცოცხლობს ქართველ ხალხში და განსაკუთრებით აი, ამ ჯგუფებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არაფერი გამოუვა და ეს ძალია კარგად ვნახეთ მარტის აქციების დროს, - ამბობს გეგელია.
ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ახალგზრდების გაშავების კამპანია პირველმა წამოიწყო, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი რუსული ინტერესების გამტარებელს უწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, კობახიძე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში პერსონალურად არის ჩართული.
რუსული ბნელი ძალების ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს საკადრისი პასუხი მისცეს ახალგაზრდებმა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროტესტი. კობახიძე არის რუსული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი გამტარებელი, რომელიც უპირისპირდება საქართელოს ევროინტეგრაციას, პერსონალურად ჩართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამბობს ვაშაძე.