კობახიძის შემდეგ შვილების თაობას "ორიენტაცია არეულებს" სოზარ სუბარიც უწოდებს
ირაკლი კობახიძის შემდეგ ახალ თაობას არეულ ორიენტაციასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში "ხალხის ძალის" წევრი სოზარ სუბარიც ადანაშაულებს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, "ელენე ხოშტარიას რუსული რუბლებით არიან დაფინანსებულები".
სტუდენტები არიან ბავშვები, რომლებიც სწავლობენ, რომელთაც აქვთ გარკვეული ღირებულებები, მაგრამ სტუდენტები, რომლებიც მიდიან უნივერსიტეტში, რომ ლექციები ჩაშალონ და ამის მცდელობები არაერთი გვინახავს, რომლებიც მიდიან იქ და მართლა, ელენე ხოშტარიას რუსული რუბლებით დაფინანსებულები მოდიან და რაღაც აქციებს აწყობენ, ბუნებრივია, აერული აქვთ ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკური, პირველ რიგში და სხვა ორიენტაცია მე არ ვიცი. ეს არ გამოუვათ მათ ამ ფორმით, არც ლექციების ჩაშლა და არც დესტაბილიზაციის შექმნა, ამბობს სუბარი.