"ჯიუტების" პასუხი კობახიძეს - პარლამენტთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა

11.06.23 11:56
"ჯიუტების" პასუხი კობახიძეს - პარლამენტთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა

"ჯიუეტები" ირაკლი კობახიძეს პასუხობენ. ირაკლი კობახიძის გზავნილების შემდეგ ახალგაზრდებში ახალმა პროტესტმა იფეთქა. დღეს 21:00 საათზე მოძრაობა "ჯიუტების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ახალი ბანერების გამოფენას მოაწყობენ.

ჯიუტების წევრი ნინო ჩარქსელიანი "ოცნების" თავმდჯომარის გზავნილებს საბჭოურს უწოდებს და ამბობს, რომ სტუდენტები უკან დახევას არ აპირებენ. 

ძალიან საბჭოური ტერმინები გამოიყენა: „ჩარჩოებში ჩავსვამთ“, „გამოსასწორებლები არიან“ და ა.შ. მე მგონია, რომ ჩემს თანატოლებს ძალიან ეცინებათ ამაზე. მემგონი, რაზე გაბრაზდა იცით? ის რუბლები არ იყო საკმარისი, ჩემი აზრით, მეტს არის შეჩვეული და ეგ არის საკმარისი, რაც დააყარეს... მე მგონია, რომ მარტის ამბების მერე ისეთი დაშინებულები არიან, რომ უფრო გაამკაცრონ თითქოს, პოლიციაც უფრო უხეშად გვექცევა. ჩვენ გავაგძელებთ, რა თქმა უნდა და მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ყველას, ვისაც რუსეთისკენ უნდა სვლა, იმიტომ, რომ ჩვენ მანდ არ გვინდა და არც წავალთ, - ამბობს ნინო ჩრქსელიანი.

სტუდენტი დაჩი ნატროშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას სკამების დაკარგვის ეშიანია. 

ეს ბოლო პერიოდია „ქართული ოცნება“ ხშირად ხედავს გაბრაზებულ ახალგაზრდებს თბილისი ქუჩებში და კიდევ იმის ეშინია, რომ ალბათ შეიძლება მოვიდეს მათთვის ის „დაწყევლილი“ დღე, რომ შეიძლება შეიცვალონ ეს ადამიანები და არ უნდათ, რომ ეს მოხდეს და ყველაფერს აკეთებენ იმის გამო, რომ შეინარჩუნონ ის სკამები, რომელიც გააჩნიათ დღეს ნებისმიერ ფასად, - ამბობს დაჩი ნატროშვილი. 

კიდევ ერთი სტუდენტი ლაზარე ორდენაძე ამბობს, რომ თუ დღეს საქართველოში ვინმეს აქვს ორიენტაცია არეული, ეს ირაკლი კობახიძე და მოქმედი ხელისუფლებაა. 

დღეს საქართველოში თუ ვინმეს აქვს ორიენტაცია არეული, ეს არის ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები, რომლებიც ვერ არჩევენმტერს და მოყვარეს და შემდგომში მისი განცხადება, რომ ბიჭებმა ცოლები უნდა მოვიყვანოთ და გოგოები უნდა გათხოვდნენ, მე ამ ტექსტში ვერ ვხედავ კატასტროფას, რადგან ბოლოს და ბოლოს ირაკლი კობახიძე მიხვდა, რომ მისი პროფესია არ არის პოლიტიკა და მაჭანკლობას უდნა მიაწვეს. ვნახეთ ბოლო დღეებშ პოლიციის მიერ დაკავებული ახალგზრდები და სტუდენტები ცარიელი ფურცლების გამო და სრულიად არ არის გამორიცხული, რომ ურბლების გამო სტუდენტი გარიცხონ უნივერსიტეტიდან. მათ ეშინიათ ყოველი პროტესტის, რომელიც ქვეყანაში არსებობს, რადგან მათ აქვთ მაგალითი მარტის აქციების თუ როგორ დაახევბინეს ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა მათ უკან და გააწვევინეს კანონი, რომელიც იყო რუსული, - ამბობს ლაზარე ორდენაძე. 
 

 

მსგავსი სიახლეები