"იმისთვის, რომ გახდე გაერთიანების წევრი, საერთო გულისცემა უნდა გესმოდეს " - მეცოლას პასუხი ქართველ დელეგატს
"საქართველო ევროპაა - ევროპაა საქართველოა" - ასე უპასუხა ქართველ დელეგატს ევროპალრამენტის დიდ დარბაზში რობერტა მეცოლამ. ევროპარლამენტის პრეზიდენტს კითხვა ქართველმა ახალგაზრდამ დაუსვა. საბა სამბელაშვილმა, რომელიც მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებაში ასობით თანატოლთან ერთად იღებდა, მეცოლას ქართველების სახელით მნიშვნელოვანი გზავნილი გადასცა. უთხრა, რომ საქართველო თავისი ფასეულობებით და კულტურით ვროპული ქვეყანაა.
"იმისთვის, რომ გახდე გაერთიანების წევრი უნდა გესმოდეს საერთო გულისცემა" - უთხრა ქართელ დელეგატს რობერტა მეცოლამ.