გაოგნებულები ვართ პარლამენტის განცხადებით, სებ-ის კანონთან დაკავშირებით დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო - IMF

12.06.23 11:56
გაოგნებულები ვართ პარლამენტის განცხადებით, სებ-ის კანონთან დაკავშირებით დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო - IMF

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, გამაოგნებელს უწოდებს.  ჯონსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სებ-ის კანონში ცვლილებები არ შეიტანოს, რადგან ეს ეროვნული ბანკისთვის, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენი შეფასებით, დღემდე ეფექტიანად მუშაობს პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, იმ ცვლილებების მიღებამ, რომელზეც დღეს ვეტოს ძალა ვრცელდება, შესაძლოა, არა – გააძლიეროს, არამედ, პირიქით, შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის ღუზის როლი. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, სებ–ი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციაა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და არ დაამტკიცოს სებ–ის კანონში ცვლილებები, რათა, მათ შორის, ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში, - თქვა ჯეიმს ჯონიმ BMG-სთან.

მმართველი პარტია ეროვნულ ბანკში  პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას ამატებს. იდეა საპარლამენტო უმრავლესობას სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ გაუჩნდა. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის დირექტორის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა დაიწუნა.

ცვლილებებს პრეზიდენტმა  ვეტო 23 თებერვალს დაადო, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ვეტოს დაძლევა დააანონსა. 

 

მსგავსი სიახლეები