"კინოცენტრში დამღუპველი პროცესები მიმდინარეობს" - ხელოვანებმა წულუკიანის რეპრესიები გააპროტესტეს

12.06.23 15:10
"კინოცენტრში დამღუპველი პროცესები მიმდინარეობს" - ხელოვანებმა წულუკიანის რეპრესიები გააპროტესტეს

კიმენატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან დღეს თეა წულუკიანის რეპრესიების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს. კინოცენტრთან მსახიობები, რეჟისორები და ქართული კინოს გულშემატკივრები მივიდნენ და ახალ დირექტორს  რეორგანიზაციის შეწყვეტა მოსთხოვეს.  შეკრებილები აამბობდნენ, რომ თეა წულუკიანს არ მისცემენ უფლებას, კინოზე სრული კონტროლი აიღოს და ცენზურა დაამყაროს.

ვაპროტესტებთ ამ არასამართლიან რეორგანიზაციას იქიდან გამომდინარე, რომ არ დანიშნულა კინოსფეროს წარმომადგენელი დირექტორად, არ არის გარანტია, რომ კინოცენტრი კვლად გააგრძელებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, - ამბობს კინოცენტრის გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო კუხალაშვილი. 

პროტესტის კიდევერთი მონაწილე კინოცენტრშ განვიტარებულ მვლენებს დამღუპველს უწოდებს. 

ძალიან ცუდი პროცესები მიდის, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, დამღუპველი პროცესები ქართული კინოსთვის. როგორც კი ერთი პატარა ნამცეცი კი გამოაკლდება კინოცენტრს დამეთანხმება ყველა, რომ ქართული კინო აღარ იარსებებს. ეს არის სურვილი, რომ მართო, აკონტროლო, დაიქვემდებარო და გააკეთო და გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

მოქალაქეებს წულუკიანის დანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა უნდოდათ, მაგრამ კომუნიკაცია არ შედგა. პრობაციის საააგენტოს ყოფილმა მაღალჩინოსნმა არ ისურვა საუბარი თემაზე, რისთვის მიავლინა კულტურის მინისტრმაა ის კინოცენტრში.

თეა წულუკიანმა კინოცენტრში რეორგანიზაცია სამი დღის წინ დაიწყო და რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა, დღეს კი ჯერ კიდევ მოქმედ თანამშრომლებს გაფრთხილების წერილები მიუვიდათ.

კინოცენტრის თანამშრომლები სამართლებრივ დავას აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები