კომპრომატებით ომის ახალი ფაზა დაწყებულია - სუს-ის ახალი ფაილები გასაჯაროვდა
დაანონსებული მხილება - დღეს საღამოს სუს-ის ახალი ფაილები გასაჯაროვდება. დისკრედიტაციის მთავარი ადრესატი დავით კეზერაშვილია. უკვე მეექვსე დღეა, ინტერნეტ სივრცეში ოპონენტების გაშავების ახალი კამპანიაა დაწყებული. ფარული მიყურადების მასალები ინტერნეტშია განთავსებული, თუმცა სუსი-დან არანაირი რეაგირება არ არის. რაც აჩენს ეჭვს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება, სწორედ ხელისუფლების ინტერესშია. წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდი, სადაც ეს დოკუმენტებია ხელმისაწვდომი დიდი ხნის დაბლოკილი იქნებოდა.
კომპრომატები ოპოზიციაზე და პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობა. ახალი კრეფსები ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და საპატრიარქოს წარმომადგენლების თვალთვალს ასახავს. ვანო რატიშვილისა და ილია მეორის შეხვედრის დეტალები, ოპერატიული ცნობები პარტიების და პოლიტიკოსების დაფინანსების შესახებ. აქაც ფიგურირებს დავით კეზერაშვილის სახელი. ფაქტია, რომ კომპრომატებით ომის ახალი ფაზა დაწყებულია და მთავარი სამიზნეებიც შერჩეულია.
სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ფაილები აიტვირთა ინტერნეტში - ამჯერად სტუდენტების მიყურადების შესახებ. ბოლო ფაილში საუბარია, სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტზე, რომელსაც ფაილების მიხედვით გადადგომა მოსთხოვეს, თუმცა მან თქვა, რომ თუ მას პოსტს შეუნარცუნებდნენ, "ქართული ოცნების" ინტერესების გატარებას გააგრძელებდა.
კომპრომატებით ომის ახალი ფაზა - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში