დავა ობსერვატორიის ბინებისთვის - აბასთუმანი პრაქტიკულად დახურულ ზონად გამოცხადდა

12.06.23 20:26
დავა ობსერვატორიის ბინებისთვის - აბასთუმანი პრაქტიკულად დახურულ ზონად გამოცხადდა

ოლიგარქის მძევლები -აბასთუმანი პრაქტიკულად დახურულ ზონად გამოცხადდა და იქ აღარავის უშვებენ. მათ შორის არც ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრებს. 

ვინც ახლა აბასთუმანში იმყოფება, მათთან ახლობლებს არ ატარებენ, რომ ელემენტარული საკვები მაინც მიაწოდონ. კურორტი ჩაკეტილ ზონად არის გადაქცეული, სადაც თავისუფლად გადაადგილებაც კი იზღუდება. 

მეცნიერები დღეს პასუხის მიღებას ობსერვატორიის დირექტორისგან ცდილობდნენ, თუმცა ისინიც გააძევეს შენობიდან. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მის კურორტზე ბევრი ხალხი აღიზიანებს, ამიტომ მარტივი გამოსავალი ნახა და თანამშრომლებს უბრალოდ  სახლებში აღარ უშვებს.

დავა ობსერვატორიის ბინებისთვის - ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები