წულუკიანის რეპრესიები - კინოცენტრიდან თანამშრომლების მასიური დათხოვნა დაიწყო

12.06.23 20:33
წულუკიანის რეპრესიები - კინოცენტრიდან თანამშრომლების მასიური დათხოვნა დაიწყო

 

დიდი რეპრესიების ხანა ეროვნულ კინოცენტრში -ცენტრის თანამშრომლებზე გაბრაზებულმა კულტურის მინისტრმა შურისძიება გადაწყვიტა. ჯერ იქ დირექტორი შეცვალა, შემდეგ კი ახალი დირექტორის სახელით თანამშრომლების მასიური დათხოვნა დაიწყო. ახალი ხელმძღვანელი ხელოვნების მუშაკებს არ ხვდება. მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ რეპრესიების ავტორისთვის. მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს დაწყებული რეორგანიზაცია.

რა ხდება კინოცენტრში - ნახათ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

 

 

 

მსგავსი სიახლეები