სამედიცინო სექტორი დიდი რეპრესიების მოლოდინშია - რა საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები
სამედიცინო სექტორი დიდი რეპრესიების მოლოდინშია - ოპოზიცია და სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოთა "ობ ე ხეს" ანალოგიური სტრუქტურა შემოაქვს. მინისტრს ერთი მაკონტროლებელი დასკვნის საფუძველზე შეუძლია, დახუროს ნებისმიერი კლინიკა. სანქციები ძალაში შედის ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ანუ აზარაშვილი ჯერ დაკეტავს ობიექტს და ამის შემდეგ დაიწყება სასამართლო განხილვები, რაც შესაძლოა კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს სამედიცინო სექტორისთვის. ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად კანონპროექტმა დღეს ორი კომიტეტი უკვე გაიარა.