დეოლიგარქიზაციის კანონში ამოქმედების ვადად 2024 წლის პირველი მარტი ჩაიწერება
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის ამოქმედების ვადად 2024 წლის პირველი მარტი ჩაიწერება ეს იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია "წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს", კანონს არ აამოქმედებს.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია გაზიარებულია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი, მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და კიდევ დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში, რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი და იმ შემთხვევაში, თუ, სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან, აქ არანაირ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ". - თქვა მდინარაძემ.