ელჩებთან შეხვედრა დასრულდა - ირაკლი რარიბაშვილმა სასტუმრო უკომენტაროდ დატოვა
სასტუმრო "ვინოტელში" ევროკავშირის ელჩებისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრა დასრულდა - ირაკლი ღარიბაშვილმა ტერიტორია დაცვის დახმარებით ისე დატოვა, რომ ადგილზე შეკრებულ ჟურნალისტებთან არ გაჩერდა.
მთავრობის მეთაურმა რეპლიკის სახით ჟურნალისტებს მიმართა, რომ დიპლომატებთან ივახშმა.
ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლებსაც.