"შემხვდით, დაასრულეთ ეს მაიმუნობა" - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა კანცელარიასთან აქციას მართავს

12.06.23 21:11
"შემხვდით, დაასრულეთ ეს მაიმუნობა" - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა კანცელარიასთან აქციას მართავს

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, თამუნა იარაჯული კანცალარიასტან აქციას მართავს - მისი თქმით, მოზარდი გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება. 

იარაჯული ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური წერილიც მიიტანა და საკითხზე კონსილიუმის ჩანიშვნაც მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც იარაჯული სოციალურ ქსელში წერს, ის კანცელარიასთან იდგება მანან, სანამ ჯანდაცვის მინისტრი არ შეხვდება.

არანაირი კონსილიუმი! 

მოიცალოს მინისტრმა და შემხვდეს მთავრობის კანცელარიის შენობაში და დაასრულონ ეს მაიმუნობა‼️

მე ამ ვიდეობს რომ ვდებ ვკვდები, მაგრამ თავი რომ არ იმართლონ რომ ორჯერ გაუშვეს იცოდეთ ხალხო რომ ბავშვი არის ცუდათ და ანალიზები რაც ჭირდება ისიც კი არ კეთდება საქართველოში! 

უნდა მოიცალოს პრემიერმა და მოისმინოს ის ისტრორია რაც გაბრიელს ჭურს. 

არანაირი ზარი და არანაირი ეხლა კონსილიუმი ჩატარდება ეხლა მინისტრი მეტყვის რატომ ამბობთ უარს და არ ისმენთ ბავშვის ისტორიას. 

კანცელარიასთან ვჯდები. ადგილი უცვლელია მათხოვარი დედის რომელსაც არაფერი უნდა გარდა შვილის კარგად ყოფნისა, - წერს იარაჯული.

მსგავსი სიახლეები