"პრემიერმა ელჩებთან ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილა" - მთავრობა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან "ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა".
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.
"ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას", - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.