საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს - ვენეციის კომისია

12.06.23 23:13
საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს - ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაცია ცნბილია - დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ოცნებამ" პარლამენტში ინიცირებული, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი არ მიიღოს.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროეტი რომელიც "ქართულ ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“

"ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიულ გავლენას ეფექტურად ებრძოლოს, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა წარმოშობს რისკს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით სახიფათო იარაღად იქცეს"- წერია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: 

  • ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;
  • მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და პრევენციას GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად;
  • სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
  • მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების გამჭვირვალობის გაძლიერებას;
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაძლიერებას;
  • პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების გაძლიერებას;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებას.

მსგავსი სიახლეები