ვენეციის კომისიამ დასკვნაში თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას - სამადაშვილი

13.06.23 11:10
ვენეციის კომისიამ დასკვნაში თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას - სამადაშვილი

ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას უპრეცენდენტოსუწოდებეს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ვენეციის დაკსვნით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას და ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას მისი მართვისგან.

სამადაშვილის თქმით, თუ "ოცნება" კიდევ შეეცდება მიიღოს ეს კანონი, ეს იქნება პირდაპირ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესის.

ევროპარლამენტის წევრებმა გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას და დებიძინიზაცია ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას და ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას მისი მართვისგან. ეს თქვა ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში. თუ "ოცნება" კიდევ შეეცდება მიიღოს ეს კანონი, ეს იქნება პირდაპირ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესის. კანონის მიღება ევროკავშირის მხრიდან შეფასდება არა როგორც დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულება, არამედ, როგორც თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ " დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ გააპარა. ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა გამოგზვნა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროეQტი რომელიც "ქართულ ოცნებას"  უნდა მიეღო, „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“.

ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ "ქვეყნისთვის მთავრი პრობელმა  ოლიგარქიია და  პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშეა, ასევე  გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე.“

ახლა "ოცნებისგან" პირდაპირ ითხოვენ, რომ ქვეყნაში რეალური დეოლიგაქრიზაცია მოხდეს,  რადგან ფარატინა ფურცელზე ფორმალურად შესრულებული პირობები ევროგაერთიანების მოთხოვნა არ არის.
 

მსგავსი სიახლეები