ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონი დაიწუნა - რას ამბობენ "ოცნებაში"

13.06.23 11:30
ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონი დაიწუნა - რას ამბობენ "ოცნებაში"

"ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ კანონის მიღება ძირს გამოუთხრის რაიმე მნიშვნელოვან ღირებულებას საქართველოში.

სარჯველაძისთვის გასაგები არ არის, თუ რატომ შეიძლება იყოს ერთი და იმავე კანონთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში.

არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამის ასე ინტერპრეტირების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ამ კანონის მიღება ძირს გამოუთხრის რაიმე მნიშვნელოვან ღირებულებას საქართველოში. ერთი ამოცანა ამოძრავებს ხელისუფლებას, როდესაც იღებს ასეთ კანონს, ეს არის 12 პუნქტის შეესრულება. იგივე შინაარსის კანონთან მიმართებაში ურსულა ფონ დენ ლაიენის, ევროკომისიის ხელმძღვანელის შეფასება გვახსოვს ჩვენ, რომ ეს იყო კარგი კანონი და შესაბამისად, ამ კანონის შერულებაზე და იმპლემენტაციაზე უნდა დაეწყო უკრაინას მუშაობა. ასეთ დროს საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება იყოს განსხვავებული ეს მოსაზრებები და შეხედულებები, სიმართლე გითხრათ, გასაგები არც იქნება". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

"ქართულმა ოცნებამ " დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ გააპარა. ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა გამოგზვნა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი, რომელიც "ქართულ ოცნებას"  უნდა მიეღო, „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“.

ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ "ქვეყნისთვის მთავრი პრობელმა  ოლიგარქიია და  პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშეა, ასევე  გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე.“

ახლა "ოცნებისგან" პირდაპირ ითხოვენ, რომ ქვეყნაში რეალური დეოლიგაქრიზაცია მოხდეს,  რადგან ფარატინა ფურცელზე ფორმალურად შესრულებული პირობები ევროგაერთიანების მოთხოვნა არ არის.

მსგავსი სიახლეები