"ოცნება" მუშაობს, რომ სებ-ის ხელმძღვანელი ნათია თურნავა იყოს, თუნდაც დროებით - რაქვიაშვილი
პარლამენტში „ქართული ოცნების„ სრული მობილიზებაა - მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეშად მაინც ერევა, კანონს ცვლის და იქ წარსადგენად მისთვის სასურველ კანდიდატს ამზადებს.
ერთ-ერთ კანდიდატად "გირჩის" წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ნათია თურნავა მოიაზრება.
რაქვიაშვილი ამბობს, რომ ახლა ეროვნულ ბანკში თანამდებობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და "ოცნების" მხრიდან ვეტოს დაძლევა შეიძლება იყოს პრეზიდენტისთვის გაფრთხილება, რომ თუ გააგრძელებს სიჯიუტეს და არ წარადგნეს "ოცნებისთვის" სასურველ კანდიდატს, შეიძლება უფლებამოსილებები შეუცვალონ, როგორც ეს ცესკოს შემთხვევაში მოხდა.
ყველაფერი, რაც ახლა ეროვნულ ბანკში ხდება, არის ბრძოლა თანამდებობისთვის. ლაშა ხუციშვილს ახლა უპირატესობა აქვს, მაგრამ პრეზიდენტი ისეთ პოზიციას იკავებს, რომ იბლოკება. ამიტომ, ახლა სხვა გეგმაზე მუშაობს "ქართული ოცნება", რომ რომელიმე სხვა ადამიანი, მაგალითად ნათია თურნავა იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, თუნდაც დროებით. ვეტოს დაძლევა ამისთვის სჭირდებათ. გარდა ამისა, ვეტოს დაძლევა შეიძლება იყოს პრეზიდენტისთვის გაფრთხილება, რომ თუ გააგრძელებს სიჯიუტეს და არ წარადგნეს "ოცნებისთვის" სასყრველ კანდიდატს, შეიძლება უფლებამოსილებებიც შეუცვალონ, როგორც ეს ცესკოს შემთხვევაში მოხდა". - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
მმართველი პარტია ეროვნულ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას ამატებს. იდეა საპარლამენტო უმრავლესობას სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ გაუჩნდა. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის დირექტორის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა დაიწუნა.
ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ვეტოს დაძლევა დააანონსა.