ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება ზედაპირულია - კალიურანდის უმწვავესი გზავნილი ოცნებას
უმწვავესი გზავნილი "ოცნებას" ევროპარლამენტიდან - მარინა კალიურანდი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება ზედაპირულია.
კალიურანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, გადადონ განსხვავებები და იმუშავონ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის.
მე და ჩემმა ევროპარლამენტარმა კოლეგებმა ხაზი გავუსვით რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობას როგორც პრაქტიკაში, ასევე მისი სულისკვეთების დაცვას. ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა, ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში.
შესაძლებლობის ამ ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად"- აცხადებს ევროპარლამენტი.
კალიურანდი ვრცელ წერილში საუბრობს კალიურანდი ასევე საუბრობს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც. მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ, საკურნალოდ უნდა იქნას გადაყვანილი. ხოლო გვარამია საბყრობილედან უნდა გათავისუფლდეს:
ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია"- აღნიშნულია წერილში.