გაიღვიძოს ირაკლი ღარიბაშვილმა და დაინახოს რა ხდება მის ქვეყანაში - სოფო ჯაფარიძე

13.06.23 11:29
 გაიღვიძოს ირაკლი ღარიბაშვილმა და დაინახოს რა ხდება მის ქვეყანაში - სოფო ჯაფარიძე

პროტესტი კანცელარიასთან - უწყევ აქციას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, თამუნა იარაჯული აგრძელებს. იარაჯული ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მის მოთხოვნებზე არ რეაგირებენ. არაერთი მიმართვის მიუხედავად,  ამ დრომდე არც კონსილიუმი ჩანიშნულა და არც ჯანდაცვის სამინისტროდან წარმომადგენელი არ შეხვედრია მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ახლა ბავშვის დედა მთელს  პასუხისმგებლობას   პრემიერ მინისტრს აკისრებს. 

აქციაზე იმყოფებოდა ექიმი, საკრებულოს წევრი სოფო ჯაფარიძე, მან ირაკლი ღარიბაშვილს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა: 

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც გაბრიელის მსგავსად იტანჯება და ისინიც ასევე განიცდიან ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას.  გაიღვიძოს ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოფხიზლდეს და დაინახოს რა ხდება მის ქვეყანაში. დაინახოს რა მდგომარეობაში არიან მისი ქვეყნის მოქალაქეები"- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

 

 

მსგავსი სიახლეები