გილოცავთ, ბრიუსელიდან კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან - ბოჭორიშვილი

13.06.23 12:46
გილოცავთ, ბრიუსელიდან კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან - ბოჭორიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა კრიტიკული მედია გააკრიტიკა და თქვა, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბრიუსელიდან კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან.

ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციას შეადარებენ, დაფიქრდნენ, ხომ არ იყენებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

"მინდა მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა, იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციას შეადარებთ და ზედსართავ "რუსულს" ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ".- თქვა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები