მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო - ვოლსკი კალიურანდზე

13.06.23 12:54
მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო - ვოლსკი კალიურანდზე

გია ვოლსკი, მარია კალიურანდის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ "მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა". 

"კალიურანდიც როგორ არის იცით, აი, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ეხლა ამ რეზოლუციას შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ ჩაითვლება, თუკი ის რეზოლუცია არ შესრულდება, რომელშიც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი" - თქვა მან. 

მარინა კალიურანდი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება ზედაპირულია.

კალიურანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, გადადონ განსხვავებები და იმუშავონ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. 

მსგავსი სიახლეები